„უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები გაიმართა სკოლებში

„უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ერთი თვის განმავლობაში საჯარო ლექციები ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის. პროექტი მიზნად ისახავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციას და მოსწავლეების ჩართვას საუნივერსიტეტო პროექტებში. ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „სამკურნალო მცენარეების შეგროვებისა და გამოშრობის წესები“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში მოხსენება წარადგინა თემაზე: „ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოს დაბინძურება“.