სტუმრად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში
14 დეკემბერი 2015 წელი

სტუმრად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში
სტუმრად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში
სტუმრად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში
სტუმრად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გახსნილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია დაათვალიერეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. როგორც ცნობილია, ლაბორატორია აღჭურვილია ულტრა თანამედროვე აპარატურით. კერძოდ, ფაბლაბში დამონტაჟებულია 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და პრაქტიკულად გაეცნენ აღნიშნული აპარატურით სხვადასხვა დეტალის დამზადების ტექნოლოგიებს.
სრულად