„ერაზსმუს+“-ის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
25 მაისი 2023 წელი
„ერაზსმუს+“-ის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ერაზსმუს+“-ის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ერაზსმუს+“-ის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ერაზსმუს+“-ის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21-25 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით „ერაზსმუს+“-ის პროექტის ფარგლებში „აკადემიური შესაძლებლობების განვითარება გლობალურ ჯანმრთელობაში აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში“ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ არქტიკის, ტრომსოს (ნორვეგია), კიევის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა), ივან ჰორბაჩევსკის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა), ასტანას სამედიცინო უნივერსიტეტის (ყაზახეთი), ალ-ფარაბის სახელობის, ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტით გათვალისწინებული გლობალური ჯანდაცვის კურსის „კვლევის მეთოდები და სამეცნიერო წერა’’ შედეგების განხილვა და კურსის იმპლემენტაციის შესაძლებლობების განსაზღვრა.
სრულად