ბსუ-ში კონფერენცია „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ ჩატარდა
11 დეკემბერი 2022 წელი
ბსუ-ში საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „მიკრობული სამყარო და ადამიანი“. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების (VIII-XI კლასი) დაინტერესება მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. თემატიკა მოიცავდა მიკრობიოლოგიის დარგის აქტუალურ საკითხებს: „მიკრობული და მოლეკულური არქეოლოგია”, „ანტიბიოტიკები; ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება”, „ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან და ბიოუსაფრთხოება”, „მცენარეთა კარანტინი - სურსათის უსაფრთხოების გარანტი” და „მიკროორგანიზმები - ზღვის უხილავი სამყარო”.