საგანმანათლებო ტური აჭარაში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებში
9 ივნისი 2017 წელი
8-9 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები (საბუღალტრო-საგადასახადო საქმე II კურსი და ფინანსები III კურსი) ასისტენტ პროფესორ რამინ ცინარიძის ორგანიზებით სასწავლო კურსის ფარგლებში აჭარაში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს: „ბათუმის პორტი“, „სარფის საბაჟო“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ბათუმი" (ადლია) ეწვივნენ. სტუდენტებმა გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებს, პორტში ტვირთების მიღების სპეციფიკას, ფიზიკური პირის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებათა დათვალიერებას (სკანირებას), იდენტიფიკაციას და დეკლარაციების შევსების წესს პრაქტიკულად გაეცნენ.