სტუდენტებმა საველე ექსპედიციაში მიღეს მონაწილეობა
18 ივლისი 2017 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის 37-მა სტუდენტმა ბოტანიკისა და ზოოლოგიის სასწავლო საველე პრაქტიკის ფარგლებში საველე ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში გოდერძის უღელტეხილის, ვარძიის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, აბასთუმნის, ბეშუმის ფლორასა და ფაუნას ეცნობოდნენ. სტუდენტებმა ბუნებრივ პირობებში შეისწავლეს მცენარეთა და ცხოველთა ტაქსონომიური მრავალფეროვნება, გავრცელების კანონზომიერებები. ექსპედიციის მონაწილეებს ჩამოუყალიბდათ საველე ხელსაწყოების გამოყენების, მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირების უნარ-ჩვევები, დაეუფლნენ ჰერბარიუმის მომზადებისა და ეთიკეტირების მეთოდებს.