ფაკულტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები
28 ნოემბერი 2019 წელი
ფაკულტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიების კონკურსი დასრულდა. პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია ჯილდა აბაშიძეს (მაგისტრატურა, საგანმანათლებლო პროგრამა - ფინანსები და საბანკო საქმე, მეორე სასწავლო წელი) მიენიჭა, პროფესორ ვალერიან მელქაძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია მარიამ შარაბიძემ (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება, მეოთხე სასწავლო წელი) მოიპოვა, გივი გამსახურდიას სახელობის საფაკულტეტო სახელობის სტიპენდია - რუსუდან ბარამიძემ (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება, მეორე სასწავლო წელი) მიიღო. შოთა რუსთაველის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია - ნესტან ვარშანიძეს (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ეკონომიკა, მეოთხე სასწავლო წელი) ხვდა წილად, ხოლო ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი არჩილ ბერიძე (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ეკონომიკა, მესამე სასწავლო წელი) გახდა.
სრულად