ბსუ-ს ახალგაზრდა მკვლევარის წარმატება
25 ივლისი 2019 წელი
ბსუ-ს ახალგაზრდა მკვლევარის წარმატება
ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა გიორგი ქათამაძემ გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში–გრანტის ნომერი MG-TG-19-228 , რომლითაც 2019 წლის 12-14 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, ქ. პარიზში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 2019 9th International Conference on Financial Management and Economics (ICFME 2019), სადაც წარადგენს კვლევას „საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებზე (დეველოპერული კომპანიების ქეისებზე დაყრდნობით) ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გავლენის ანალიზი“. ნაშრომი დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში: Journal of Economics, Business and Management (JOEBM, ISSN: 2301-3567, DOI: 10.18178).
სრულად